აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მოსახლეობას არსებული რეგულაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა კორონავირუსთან დაკავშირებით აჭარაში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას.
„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო, იმისთვის, რომ ჩვენი კლებადი დინამიკა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს და მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტად შევამციროთ ახალი შემთხვევების რაოდენობა, აუცილებელია, ყველამ მობილობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. მკაცრად გამოვიყენოთ ნიღბები და დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, ასევე ხელის ჰიგიენა. რაც შეეხება მსუბუქი ხასიათის შემზღუდავ ღონისძიებებს, რაც დღემდე აჭარაში არსებობს, მისი მოხსნის საკითხი ყოველდღიურ რეჟიმში განიხილება და აბსოლუტურად არის დამოკიდებული შემთხვევების რაოდენობაზე. არ გამოვრიცხავთ უმოკლეს ვადაში აღნიშნული შეზღუდვების მოხსნას, თუკი მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს და პირად უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.