თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ბელარუსის ნაკრებთან მოპოვებულ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავს.
„გამარჯვებას გილოცავ საქართველო! ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა. საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს.
ვულოცავ ქართველ ფეხბურთელებს! ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს! იმედი მაქვს საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ არაერთხელ გაგვახარებს. მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა“,- წერს კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები 1:0 დაამარცხა.