logo_geo
eng_logo
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

8 ოქტომბერი. 2020. 23:33

 

 

იტალიაში აპრილის შემდეგ პირველად „კოვიდ-19“-ის 4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 4 458 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 22 პაციენტი გარდაიცვალა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ს 36 083 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი კი 338 000-ს აჭარბებს.

 

„გარდიანი“ წერს, რომ ბოლოს, როდესაც ქვეყანაში 4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ლეტალური შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 442 იყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner