იტალიაში აპრილის შემდეგ პირველად „კოვიდ-19“-ის 4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 4 458 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 22 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში „კოვიდ-19“-ს 36 083 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი კი 338 000-ს აჭარბებს.
„გარდიანი“ წერს, რომ ბოლოს, როდესაც ქვეყანაში 4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ლეტალური შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 442 იყო.