მიჩიგანის გუბერნატორის გატაცების მცდელობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. წინასწარის ინფორმაციით, დაკავებულები მიჩიგანის შტატის კაპიტოლის შენობაზე თავდასხმასაც გეგმავდნენ.
როგორც გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიჩიგანის გუბერნატორი, დემოკრატი გრეტჩინ უითმერი ხშირად გამხდარა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკის სამიზნე.
როგორც მედიას მიჩიგანის დასავლეთ ოლქის პროკურორმა, ენდიურ ბერჯმა განუცხადა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სოციალური მედიის საშუალებით ადამიანთა ჯგუფი აღმოაჩინა, რომელიც მიჩიგანის გუბერნატორის ძალადობრივი გზით ჩამოშორების გეგმავდა. პროკურორის თქმით, ამ გეგმას შესაბამისი უწყება თვეების განმავლობაში იძიებდა.
13 დაკავებულიდან ექვს ბრალდებულს შესაძლოა, უვადო პატიმრობა მიესაჯოს.