დაიწყება ხალხის გამოსვლები ჯერ ცოცხებით, შემდეგ – კომბლებით და ბოლოს – იარაღით!..
საქართველოს პარლამენტმა განსახილველად მიიღო პოლიტიკური პარტია „ქართული მარშის“ საკანონმდებლო ინიციატივა, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნების გრაფის აღდგენის შესახებ. ამ საკითხზე მსჯელობით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან:
– ბატონო ელიზბარ, თქვენ ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ იბრძოდით პარლამენტში ეროვნების გრაფის აღსადგენად. რატომ ამოიღეს ეროვნების გრაფა შევარდნაძის დროს?!
– ეს 1995 წლის პარლამენტში მოხდა, როდესაც ხელისუფლება მყარად დაიკავა ჟვანია-სააკაშვილის ე.წ. „რეფორმატორულმა ფრთამ“. მაშინ ეს აშკარა ეროვნული ღალატი ასე განმარტეს: საქართველოში უამრავი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს და მათ შორის კონფლიქტი რომ არ მოხდეს, ეროვნება პასპორტებიდან უნდა ამოვიღოთო!
ეს ისეთი იაფფასიანი ვირეშმაკობა იყო, რომ არცერთი ნორმალური არ დაიჯერებდა, რადგან საქართველოს ისტორიაში არასოდეს მომხდარა ეთნიკური კონფლიქტები.
მაგალითად, მე სოლოლაკში გავიზარდე, სადაც თითქმის ყველა „ნაცია“ ცხოვრობდა, თუმცა, ერთმანეთის ეროვნებისთვის ყურადღება არასოდეს მოგვიქცევია! ჩემს სახლში იზრდებოდა ქურთი ქარიმ ალოევი, ერთმანეთის პერანგები გვეცვა, ისე ვმეგობრობდით... სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ისეთი ბეჯითი ბიჭი იყო!
მოკლედ, მანქურთმა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ეროვნების გრაფა იმიტომ ამოიღეს, რათა ეჩვენებინათ დასავლელი პატრონებისთვის – აი, ქართველობა სულ ფეხებზე გვკიდია და თქვენი ყურმოჭრილი მონები ვართო!
– შევარდნაძე რატომ დათანხმდა ამას?
– შევარდნაძესაც ფეხებზე ეკიდა პატრიოტიზმი და იმიტომ! მაგისთვის მთავარი კარიერა იყო! შევარდნაძემ არ ჩამო...სლა საქართველოში სოროსის ფონდი?
– ეს 1994 წელს მოხდა.
– ჰოდა, ის დღე დაიწვას, როცა სოროსის სატანისტურმა ბანდამ საქართველოში შემოყო ცხვირი!
1999 წლის პარლამენტში ეროვნების გრაფის აღდგენაზე ბრძოლა წამოიწყო ცხონებულმა გურამ შარაძემ, მას შევუერთდით ჩვენც – მე, მუხრანი და ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი სანდრო ბრეგაძე...
მაშინ ორი მოსმენით მივაღებინეთ კანონი, რომ დაბადების მოწმობებში აღმდგარიყო ეროვნებისა და მამის სახელის გრაფები, მაგრამ შემდეგ ეს „ვარდების რევოლუციად“ წოდებული „მორფინისტების“ რევოლუცია მოხდა და ეს საქმე თურმე, აგერ 17 წლით გადაიდო!
– „ვარდების რევოლუცია“ რატომ მონათლეთ „მორფინისტების რევოლუციად“?
– 23 ნოემბერს, დილით, ჩემს საპარლამენტო ოთახში რომ მივედი, შპრიცებით სავსე იყო – როგორც ჩანს, ეს ალქაჯი რევოლუციონერები მთელი ღამე „იჩხირავდნენ“!
მოკლედ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ დღევანდელი სოროსული პარლამენტი დააბრუნებს ეროვნების გრაფას, თუმცა, „ასავალ-დასავალის“ მაღალი ტრიბუნიდან სახალხოდ მივმართავ: ამ პარლამენტს შანსი მიეცა, ერთი ქართული საქმით მაინც შევიდეს ისტორიაში: სასწრაფოდ დაამტკიცეთ „ქართული მარშის“ ინიციატივა და დაგვიბრუნეთ ქართველ ხალხს ეროვნების გრაფა პასპორტში!
და, საერთოდ, საქართველოში სოროსიზმი ცეცხლითა და მახვილით სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს!
– „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საარჩევნო სიის ოცეული გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
– საქმეც ეგ არის, რომ ეს ოცეული ძალიან არ მომწონს და ამათი იმედიც არ მაქვს! ეს ოცეული სავსეა ყველასთვის უცნობი სოროსელი გოგო-ბიჭებით, რომლებმაც შეიძლება კარგად იციან ინგლისური და კომპიუტერი, მაგრამ არ იციან სამშობლო და ეროვნული სული! ძალიან მეეჭვება, რომ ამ ოცეულით პირველ ნომრად ჩაწერილი გიორგი გახარიაც აღტაცებული იყოს!
– აბა, რატომ ჩაწერეს ეს ხალხი წამყვან ადგილებზე?!
– ისევ და ისევ დასავლელი მენტორებისადმი ხარკის გაღების გამო! დასავლეთში კი არ სურთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ მმართველობაში ეროვნული ხალხი იყოს, იმათ ლიბერასტული მმართველები ეპიტნავებათ!
„ნაცბანდა“ აუცილებლად ეცდება რევოლუციის მოწყობას! ეგენი საკუთარი მომხრეების სისხლსაც კი დაღვრიან რუსთაველის გამზირზე, რომ მთელი მსოფლიო აამხედრონ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ! მაგრამ ნაცბანდას ვაფრთხილებ: დაიწყება ხალხის გამოსვლები, ჯერ ცოცხებით, შემდეგ კომბლებით და ბოლოს – იარაღით! საქართველოს ამათ არ დავუთმობთ!
გიორგი გიგაური