logo_geo
eng_logo
დეკანოზი საბა: ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა ბიძინა ივანიშვილს...
- +

9 ოქტომბერი. 2020. 03:02

 

 

როდესაც მამა კირიონმა და ამ საკითხით გულანთებულმა ადამიანებმა დაინახეს, რომ რუკის ასლი საკმარისი არ აღმოჩნდა იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად იქ გადიოდა საზღვარი, სადაც ჩვენს რუკაზეა მითითებული, ორიგინალი რუკის მოძიების აუცილებლობა გახდა საჭირო“, - ამის შესახებ დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, ორიგინალი რუკის მოძიებისთვის მამა კირიონმა დახმარებისთვის თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომელმაც აღნიშნულის შესახებ ბიძინა ივანიშვილს აცნობა, ის კი საკითხით დაინტერესდა. შემდეგ . დეკანოზის თქმით, ივანიშვილი დაუკავშირდა  დავით ხიდაშელს, რომელმაც თავისი კავშირებით რუკის ორიგინალი მოიპოვა.

 

მამა კირიონმა სთხოვა ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მიმართა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ასევე ძალიან დაინტერესდა ამ თემით და დაუკავშირდა დავით ხიდაშელს. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მან თავისი კავშირებით მოიძია ამ რუკის ორიგინალი, რომელიც ნამდვილად ორიგინალია და ნამდვილად ორმხრივად ხელმოწერილია. დანარჩენი რუკების თუკი რაიმე დამოწმებული ასლი არსებობს, დამოწმებულია სწორედ ორიგინალთან. ეს ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია არა მხოლოდ დავით გარეჯის და მიმდებარე ტერიტორიის საზღვრის დასადგენად, რადგან ამ რუკაზე დადგენილია მთელი საქართველოს საზღვარი“,- აცხადებს მამა საბა ჭიკაიძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner