„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: აბელიანს, ჩხიკვთას, მაწევანს, ენაგეთს, საღარაშენს, ფარცხისს, შავსაყდარს, ჯორჯიაშვილს, არდისუბნსა და ბოგვს ესტუმრა. მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
მმართველი გუნდის კანდიდატის თქმით, სოფლებში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა, ბევრ მათგანში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სასმელი წყლის საკითხი.
მეშველიანის განცხადებით, უახლეს მომავალში 35 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდება 15 დასახლებულ პუნქტში, რომელიც პრაქტიკულად ამ ზონაში, სრულად გადაწყვეტს სასმელი წყლის პრობლემას.
„რამდენიმე დასახლებას აქვს მისასვლელი და შიდა გზების პრობლემაც, ასევე აქტუალურია გაზიფიცირების საკითხი. თუმცა , ყველა ამ მიმართულებებით პროგრამები უკვე არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ არსებული გამოწვევების დასაძლევად“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.