სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რუმინეთის სახელმწიფომ დააჯილდოვა.
საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მოწვევით მყოფმა რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო მდივანმა ვიქტორ ოპასკიმ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე რუმინეთის სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ჯილდოთი, დიდი ქართველი განმანათლებლის, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ოქროს მედლით დააჯილდოვა.