logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: დავითგარეჯი ჰექტრობით არ იზომება, იქ სულ სხვა სამყარო და სულ სხვა სულიერებაა
- +

9 ოქტომბერი. 2020. 12:22

 

 

„უდაბნო იყო საქართველოს ტერიტორია, ეს იცოდა ყველამ, ამას აღიარებდა ყველა“, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილი რიცხვებში“ გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას განაცხადა.

 

„მე საბჭოთა პერიოდში დავითგარეჯში ვმსახურობდი, მე და მამა ირაკლი მახარაძე, ამჟამად მეუფე დავით ალავერდელი ვიყავით. უდაბნო იყო საქართველოს ტერიტორია, ეს იცოდა ყველამ და აღიარებდა ყველა. ყოველ ხუთშაბათს პარაკლისს ვიხდიდით, როდესაც მივდიოდით ბერთუბანში, ყველამ იცოდა, რომ ეს იყო ქართული კულტურის ძეგლი, ქართული სულიერების კერა, მაგრამ იყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელებმაც იცოდნენ, მაგრამ ეს არ იყო ისეთი საყოფაცხოვრებო ცოდნა. მაგალითად, როდესაც ბერთუბანში ხდებოდა რესტავრაცია, საქართველოს ძეგლთა დაცვამ ნებართვა აიღო აზერბაიჯანის ძეგლთა დაცვისგან, ჩვენ ჩავატარეთ იქ რესტავრაცია, იქიდან ფრესკის ნაწილი წამოღებულია და თამარის ფრესკა ინახება ხელოვნების მუზეუმში და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს მარტო აზერბაიჯანის ტერიტორია კი არ იყო, არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი მეცნიერები, ხალხი, მაშინდელი ხელისუფლება აღიარებდა და ყველამ იცოდა, რომ ეს იყო ქართული კულტურის ძეგლი და ქართული სულიერების კერა. საქართველოს ნაწილი ისტორიულად, მაგრამ იმ პერიოდში მოქცეული იყო აზერბაიჯანის საზღვრებში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ დავითგარეჯი ჰექტრობით არ იზომება, იქ სხვა სულიერებაა, თითქოს სხვა სამყაროში გადადიხარ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner