logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ეს ღალატი ვერ იქნებოდა ორი ექსპერტის დონეზე და ეს დაადასტურა იმ რეაქციებმა, რაც ჰქონდა ყოფილი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს
- +

9 ოქტომბერი. 2020. 13:22

 

„ეს ღალატი ვერ იქნებოდა ორი ექსპერტის დონეზე და რომ არ იყო, ეს დაადასტურა იმ რეაქციებმა, რაც ჰქონდა ყოფილი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფს, ყველანი ერთსა და იმავე განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ იგივე პოზიცია ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს, რომელიც მაშინ იყო პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მეუღლე, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომლების გარეშე ეს ყველაფერი არ ჩაივლიდა“, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ასევე ამ ამბის დაკავშირება სცადეს ყარაბაღის ომთან, რაც აბსოლუტურად გაუგონარი დანაშაულია ქვეყნის წინაშე.

 

„მაშინ როდესაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა, არავინ არ ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო. იქ მას გადაეცა საბუთები და ითქვა, რომ ეს არის საბუთები, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, გაძლევთ თქვენ, მეგობარ ქვეყანას და ამ საბუთებზე დაყრდნობით, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, აგერ კომისიაა და ამ კომისიის ფარგლებში მისხალ-მისხალ გავზომოთ ყველაფერი და როგორც მეგობრულ სახელმწიფოებს შეეფერებათ, ისე გავავლოთ საზღვარი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner