logo_geo
eng_logo
ფოთის მესამე საჯარო სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ
- +

9 ოქტომბერი. 2020. 13:24

 

 

 

ფოთის მესამე საჯარო სკოლაში, სადაც ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მათი ინფორმაციით, სკოლის ექიმს კონტაქტი ჰქონდა კოვიდინციფირებულთან, ხოლო ვირუსი გეგმური შემოწმებისას დაუდასტურდა.

 

როგორც ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა, ლელა კემულარიამ განაცხადა,  სკოლა ორშაბათიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

 

,,ეპიდემიოლოგები ამ წუთებში იკვლევენ კონტაქტებს. მეორე ცვლა, რომელმაც სწავლა 13:00 საათზე უნდა დაიწყოს, უკვე დავაგზავნეთ ჯგუფებში შეტყობინებები, რომ სწავლა არ იქნება. სასურველია, დეზინფექცია ჩატარდეს ოთახებში და მთლიანად შენობაში. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ,  ბევრი კონტაქტი არ არის, მაგრამ ისინი თავიანთ საქმეს გააგრძელებენ. სამინისტროს უკვე შევუთანხმდით და ორშაბათიდან გადავალთ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე“, – განაცხადა მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა, ლელა კემულარიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner