logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი გარეჯის საკითხზე: ისტორია განსჯის და მიუჩენს ადგილს მოღალატეების გვერდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობდა
- +

9 ოქტომბერი. 2020. 14:51

 

 

 

„უამრავ რამეს არა აქვს გამართლება. მაგალითად, ადამიანის მკვლელობას წესრიგის დამყარების მიზნით. წამებას არა აქვს გამართლება არც ერთ შემთხვევაში. ასევე არა აქვს არანაირი გამართლება ქვეყნის გაყიდვას, სამშობლოს ღალატს, ტერიტორიის გადაცემასა და გასხვისებას“, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამის გამართლება არ შეიძლება არც პოლიტიკურად, არც სამართლებრივად.

 

„ისტორია განსჯის და მიუჩენს ადგილს ყორღანაშვილებისა და მოღალატეების გვერდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. 2 ადამიანს ბრალი აქვს წარდგენილი. სავარაუდოდ, გამოჩნდებიან სხვებიც და თვითონვე აღიარეს თავისი რეაქციებითა და წამოცდენებით, რომ 70-80 მილიონზეა ლაპარაკი და მე არ მესმის, რა ფულზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ერთ გოჯ შენს მიწაზეა საუბარი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner