logo_geo
eng_logo
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ
- +

9 ოქტომბერი. 2020. 15:13

 

 

 

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, თამარის დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

 

როგორც, რესან კონცელიძემ აღნიშნა, ე.წ. დევნილების დასახლებაში, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, განხორციელდა საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიული იყო. მოწესრიგდა კანალიზაცია და სასმელი წყლის სისტემა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, თამარის დასახლებაში სხვა უბნების მსგავსად, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. აშენდება მრავალპროფილური საზოგადოებრივი ცენტრი, რაც ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს დაეუფლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს.

 

დევნილებთან გამართულ შეხვედრებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი  დავით ფაცაცია, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და  „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner