logo_geo
eng_logo
იან კელი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეს პოლიტიკურ ხასიათი არ აქვს
- +

28 ივნისი. 2016. 18:30



მე ვერ მივცემდი  რუსთავი 2"-ის საქმეს ასეთ დახასიათებას, რომ ეს არის პოლიტიკური სახის საქმე", - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.


მისი თქმით, „რუსთავი 2" არის ოპოზიციური ტელევიზია და მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ღია დარჩეს.


რაც შეეხება რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებულ გამოკითხვის შედეგებს, მე ვერ მივცემდი ასეთ დახასიათებას, რომ ეს არის პოლიტიკური სახის საქმე, მაგრამ მე ადრეც ვთქვი, რომ რუსთავი 2" არის ოპიზიციური წამყვანი ტელევიზია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ის დარჩეს ღია", - განაცხადა იან კელიმ.


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მ სოციოლოგიური კვლევები გამოაქვეყნა.


კითხვა ასე იყო დასმული, „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ჩამოთვლილთაგან რომელი უკეთ ასახავს თქვენს დამოკიდებულებას?


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პასუხები ასე გადანაწილდა - კერძო დავა - 29.3%; პოლიტიკურად მოტივირებულია - 38.9%; ორივე - 14.4%; უარი პასუხზე - 3.8%; არ ვიცი - 13.9%;



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner