logo_geo
eng_logo
უჩა ძოძუაშვილი: ეს არის დარტყმა არა მხოლოდ ჩემზე...
- +

28 ივნისი. 2016. 18:31


 

„დელტას" ყოფილი გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი მის გათავისუფლებას თინა ხიდაშელის „პირად დაინტერესებას" უკავშირებს.

 

თავდაცვის მინისტრის 18 მაისის ბრძანება, რომლითაც მოხდა ჩემი „დელტას" გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება, ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს იყო მოკლებული, განხორციელდა დარღვევებით და ეყრდნობოდა მინისტრის სუბიექტურ აზრს. ეს ბრძანება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თანადგომით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და მისი არამართლზომიერება სასამართლოს გზით იქნება დამტკიცებული.

 

ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესი პროცესი, პროექტი და საერთაშორისო მოლაპარაკება, რომლებზეც ეროვნული სამხედრო სამეცნიერო სამრეწველო კომპლექს დელტას" გუნდი მუშაობდა ბოლო წლების მანძილზე.

 

ეს არის დარტყმა არა მხოლოდ ჩემზე, არამედ სრულად იმ გუნდზე, რომელმაც ამ წარმატებებს მიაღწია, რომელმაც უზომო სამუშაო გასწია დღევანდელი შედეგებისთვის და ჯილდოდ მინისტრისგან საჯარო გაკიცხვა და მიკერძოებული სამსახურებრივი მოკვლევები მიიღო", - აცხადებს ძოძუაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner