ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ ავტომობილში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა.გ., ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 5881.74 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მეორადი მოხმარების ავტონაწილები აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 5881.74 ლარის ოდენობით.