მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ჯეიხუნ ბაირამოვი და ზოჰრაბ მნაცაკიანი სერგეი ლავროვის შუამავლობით მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავენ.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრის შემდეგ შესაძლოა, გაიმართოს პრესკონფერენცია.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონსულტაციები ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის საკითხს შეეხება.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.