რეფერენდუმის გამართვის მსურველთა რიცხვმა 160 000-ს მიაღწია. ამის შესახებ სანდრო ბრეგაძე წერს.
„160 000 ხელმოწერა არის! 10 დღეში, უსახსროდ, ხელისშეშლით, დაბლოკვით... უკვე არაქათი გამოგვეცალა, თუმცა სტიმულს ერთგულებისა და პატრიოტიზმის მაგალითები გვაძლევს.
დღეს დილით 87 წლის მოხუცი მობრძანდა, რომელმაც 17 ხელმოწერა მოიტანა. ეს 17 ხელმოწერა 10000 უდრიდა! ღმერთმა დაგლოცოთ, ქართველებო!" - წერს ბრეგაძე.