logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი: ვთხოვთ მთავრობის ადმინისტრაციასა და ფონდ „ქართუს“, საკითხი გადაწყვიტოთ სასწრაფოდ
- +

28 ივნისი. 2016. 18:37



„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოში  დაგეგმილი  მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმნი მიძღვნილი ტურნირის „პელეს თასის" ჩატარებასთან დაკავშირებით მიმართა.

პატარქალიშვილის განცხადებით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციიდან მიღებულია წერილი აღნიშნულ ტურნირში ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მონაწილეობის შესახებ.


„ა/წ ივლისში დაგეგმილი მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირისა და ტურნირის დღეებში პელეს ვიზიტის, ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაციის, არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ქვეყნების ბიზნეს-ფორუმისა და კულტურული ღონისძიებების გამართვის თაობაზე, „არგენტინის სახლი საქართველოში" გაცნობებთ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციიდან მიღებულია წერილი მათი ახალგაზრდული ნაკრები გუნდის მონაწილეობის შესახებ ტურნირში.

 

აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და „ქართუ ფონდში" 2015 წლის 30 ნოემბერსა და ა/წ 28 მარტს გამოგზავნილი „არგენტინის სახლი საქართველოში" წერილები თანდართული ხარჯთარიცხვით, რომელიც შეადგენს 2 109 484 აშშ დოლარს, გთხოვთ, საკითხი გადაგვიწყვიტოთ სასწრაფოდ, არა უგვიანეს ა.წ. 1 ივლისისა, რათა შევძლოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება",- ნათქვამია პატარქალიშვილის განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner