„მე დიდი ხანია ვამბობ და პროკურატურას არაერთხელ მივმართე, რომ არანაირი გამოძიება საჭირო აღარ არის. საკმარისია მისი [მიხეილ სააკაშვილის] თვითაღიარებები“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „პოსტ ტვ“-ის ეთერში დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„მისი გამოსვლები უნდა აიღო, სადაც ყველაფერი ნათლად არის გაცხადებული. მან ისიც დაასახელა შუამავალი ვინ იყო ამ საქმეში... მან დაასახელა აქტი რა იყო, არსი რა იყო, ფული რამდენია ამაში გადახდილი. მე ვთქვი კიდეც ერთ-ერთ გადაცემაში, რომ გამოძიება დასრულდა, თქვა ყველაფერი იმ კაცმა [სააკაშვილმა] ახლა საჭიროა ყველაფრის დადგენა. აქ სამართლებრივი დავა აღარ დგას დღის წესრიგში...“, - დასძინა ხაინდრავამ.