logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: თუ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება უნდა, კოალიცია უნდა შეინარჩუნოს
- +

2 მარტი. 2016. 13:35


პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ კოალიციის დაშლის შემთხვევაში,  „ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება. ამის შესახებ ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ „ქართული ოცნების" ადგილას, „თავისუფალ დემოკრატებთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ეცდებოდა, კოალიციაში დაებრუნებინა.


„ხანდახან ისეთი რამე ხდება, რომ ვერ გაიგებ, „ქართულ ოცნებას" არჩევნების მოგება სურს თუ წაგება. რაღაცეები წესრიგშია მოსაყვანი.

 

რაც შეეხება კოალიციის დაშლას, თუ „ქართული ოცნება" უნდა დაშლილიყო, ეს უნდა გაკეთებულიყო გასული წლის შემოდგომაზე. ახლა დაშლა თავად „ქართული ოცნებისთვის" იქნება საზიანო. მესმის, რომ რთული ვითარება შეიქმნა. ყველა მხრიდან მიდის „ქართული ოცნების" შევიწროება, რომ რაღაცეები შეიცვალოს. მაგრამ, ყველა ის ადამიანი, ვინც ამას ცდილობს, უკეთეს შემთხვევაში საკუთარი ინტერესებიდან გამოდის და უარეს შემთხვევაში, ეს პროცესი ვიღაცეების მიერ არის მართული. მიმაჩნია, რომ თუ „ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება უნდა, მან კოალიცია უნდა შეინარჩუნოს.

 

უფრო მეტსაც გეტყვით, მე რომ მკითხოს კაცმა, „ქართული ოცნების" ადგილას, ისევ ალასანიას გუნდთან დავიწყებდი მოლაპარაკებას. მოხდა რაღაც გაუგებრობა, იყო ცუდი განცხადებები, ეს ჩვენი ქართული პოლიტიკური რეალობაა. მაგრამ, თუ ზოგადად სახელმწიფოებრივი პრინციპიდან გამოვდივართ, მიმაჩნია, რომ ალასანიას გუნდი იმსახურებს, რომ პარლამენტში სახელისუფლებო გუნდში იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა ძაბირაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner