logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: იმდენს იზამენ და ისე შემაძულებენ, რომ დაშლილ ევროკავშირშიც არ შევალ!
- +

28 ივნისი. 2016. 18:45


ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


„ჯერ იმან გამაგიჟა - GFK-ს ბრძენის „სერიოზულობით" ჩატარებულ კვლევას ხალხი რომ მართლა სერიოზულად ეხმაურება და სისულელეაო (ახალი ამბავი), რომ გაიძახის!

მერე იყო და, კინაღამ იმის წაკითხვას ვემსხვერპლე - სამართლიანობის აღდგენა რომ გამოკითხულთა მხოლოდ 0,1 პროცენტს უნდა, თურმე (?!).

ხომ კაია!..

ხალხი ამბობს, რომ საქართველოში ნაცებს არაფერი დაუშავებიათოო!

გეუბნები, რაა!

ესენი იმდენს იზამენ და ისე შემაძულებენ, რომ დაშლილ ევროკავშირშიც არ შევალ! ტყუილად არავინ მთხოვოთ!" - წერს ხაჩიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner