logo_geo
eng_logo
არქიმანდრიტი იოანე: ბრიუსელში შეგრძნება გვქონდა, რომ ყველას „ბუები“ ვეგონეთ - ძალიან ცუდი ინფორმაციები ჰქონდათ საქართველოს ეკლესიაზე
- +

9 ოქტომბერი. 2020. 23:37

 

 

„ჰქონდათ ძალიან ცუდი ინფორმაციები საქართველოს ეკლესიაზე, რომ ეს  იყო ქვეყნის მუხრუჭი, პრორუსული ძალა,“ - ამის შესახებ  არქიმანდრიტმა იოანემ გადაცემაში „კვირის პოსტი“ განაცხადა, რითაც უპასუხა  წამყვანის შეკითხვას - მაშინ როდესაც ოპოზიციის მხრიდან მუდმივად  ისმის ბრალდებები, რომ საქართველოს ეკლესია რუსულ საქმეს აკეთებს, როგორი დამოკიდებულება აქვთ „ამერიკელებს, „ნატოელებს“, ევროკავშირის ხელისუფლებებს ქართულ ეკლესიის მიმართ“.

 

„პირველი ვიზიტი როდესაც განხორციელდა ბრიუსელში, ასეთი არასამთავრობოა „სიდიდი“, რომელმაც სამღვდელოება წაგვიყვანა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა ყველას, რომ „ბუები“ ვეგონეთ ხოლმე ამ ხალხს, ცოტა იუმორით, რომ ვთქვა. სულ ჰქონდათ ძალიან ცუდი ინფორმაციები საქართველოს ეკლესიაზე, რომ ეს  იყო ქვეყნის მუხრუჭი, პრორუსული ძალა. როდესაც პირდაპი კონტაქტში შევდიოდით და ვსაუბრობდით, აბსოლუტურად გაოცებულები რჩებოდნენ. თან, ისიც უკვირდათ, რომ ჩვენბ ყველაფერი ვიცოდით, ევროინტეგრაციაზე, ნატოს შესახებ... საქართველოს ეკლესია პირდაპირი მიშვნელობით ღვთისკენ მიდის, მაგრამ მისი ერის არჩევანი რაც არის, მისი ერის არჩევნის გვერდით დგას და იდგა“, - განაცხადა სასულიერო პირმა.

 

წამყვანის კითხვაზე - ახლა რა ვითარებაა ამ მიმართულებით, არქიმანდრიტი იოანე  ასე პასუხობს:

 

„ახლა ხშირია ეს შეხვედრები, რამოდენიმე დელეგაცია იყო ვაშინგტონში, ბრიუსელში და  დაინახეს მათაც, რომ ძალიან ბევრი რამე შეცდომით ჰქონდათ გაგებული, პირდაპირი კონტაქტებით, აბსოლუტურად სხვა ვითარება დახვდათ“, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანებ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner