„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დღეს თბილისის სამ უბანში კორპუსები აფეთქებას გადაურჩა.
„ბინის მეპატრონეების უყურადღებობის გამო სამი კორპუსი - დიდუბეში, საბურთალოსა და სამგორის რაიონში აფეთქდებოდა რომ არა ყურადღებიანი მეზობლები, რომლებმაც დარეკეს - 114-ზე და გაზის სუნის შესახებ შეგვატყობინეს.
როგორც აღმოჩნდა ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ და გაზის ონკანი უყურადღებოდ ჰქონდათ დატოებული.
გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს. თქვენი უყურადღებობის გამო შესაძლოა სხვების სიცოცხლე შეიწიროთ.
ფიქრეთ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.