logo_geo
eng_logo
უჩა ძოძუაშვილი: დღემდე მათ ვერ მოახერხეს დაედოთ დასკვნა, რომელიც დაასაბუთებდა მინისტრის ბრძანებას
- +

28 ივნისი. 2016. 18:48


 

ჩემი გათავისუფლების ბრძანების გამოსვლის დღიდან დელტაში" შემოსულია თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სამხედრო პოლიცია, თუმცა დღემდე მათ ვერ მოახერხეს დაედოთ დასკვნა, რომელიც დაასაბუთებდა მინისტრის ბრძანებას", -ამის შესახებ „დელტას" ყოფილი გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი აცხადებს, რომელმაც თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა.

 

ძოძუაშვილი ხაზს უსვამს, რომ  გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომელზეც ისაუბრა მინისტრმა, დღემდე არ არის გაგზავნილი „დელტაში".

 

აქედან გამომდინარე, მინისტრის განცხადება არა მხოლოდ შეუსაბამოა კანონთან, არამედ ეწინააღმდეგება მის 17-18 მაისს გაკეთებულ განცხადებებს, რომ 15 მაისის სეტყვით გამოწვეული ზარალის მიზეზები რამდენიმე დღეში სრულად იქნებოდა გამოკვლეული, ხოლო მას შემდეგ, რაც დადგინდებოდა ჩემი უდანაშაულობა, მომეცემოდა მუშაობის გაგრძელების საშუალება. გენერალურმა ინსპექციამ უგულვებელყო 15 მაისის სეტყვასთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაცია და ნაცვლად სამართლიანი დასკვნის შედგენისა, დაიწყო მინისტრის გადაწყვეტილების გასამართლებელი მიზეზების ძიება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩემს გათავისუფლებაში მინისტრის პირად დაინტერესებას და მოკვლევის მიკერძოებულობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუკერძოებელი და ობიექტური შესწავლის მიზნით, ვთხოვ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ საკითხით დაინტერესებას და მზადყოფნას გამოვთქვამ, სრული ინფორმაცია მივაწოდო შესაბამის მიუკერძოებელ სტრუქტურებს, როგორც კონკრეტულად 15 მაისის სეტყვის პროცესთან დაკავშირებით, ასევე მთელი სისტემის შექმნასა და ოპერირებასთან", - განაცხადა ძოძუაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner