სომხეთში „კოვიდ-19“-ის 649 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 55 736 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 45 771 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 300-ზე მეტი გარდაიცვალა.