logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას აქტიურად აგრძელებს
- +

28 ივნისი. 2016. 18:48




„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას.



ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ვიხილეთ მორიგი გაყალბებული კვლევა, რომელიც „რუსთავი 2"-ის დაკვეთით განხორციელდა.



არის აბსოლუტურად გაყალბებული მონაცემები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება თვითონ ორგანიზაცია GFK-, ბუნებრივია, მისი სანდოობის საკითხიც ეჭქვეშ დგას, პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის", ანუნაციონალური მოძრაობის" არაპირდაპირი დაკვეთით მაშინ ჩაატარა კვლევა, ეგზიტპოლები და მაშინაც გაყალბებული შედეგები დაგვიდეს. 20%-ზე მაღალი ცდომილებით წარმოგვიდგინეს ეგზიტპოლების შედეგები 2012 წლის არჩევნებში, ანუ უკვე არსებობს პრაქტიკა იმისა, რომნაციონალური მოძრაობა", GFK-სთან ერთად, აყალბებდა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner