logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მეორე საპრეზიდენტო დებატები გაუქმდა
- +

10 ოქტომბერი. 2020. 12:21

 

 

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის დაგეგმილი მეორე საპრეზიდენტო დებატები გაუქმდა. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. გადაწყვეტილება საპრეზიდენტო დებატების კომისიამ მიიღო.

 

დებატები 15 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი კორონავირუსით დაინფიცირდა, კომისიამ დებატების ვირტუალურ ფორმატში ჩატარება გადაწყვიტა, თუმცა დონალდ ტრამპმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

 

საპრეზიდენტო დებატების კომისია ფინალური დებატებისთვის აგრძელებს მზადებას, რომელიც 22 ოქტომბერს ნეშვილში უნდა გაიმართოს.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერსაა დაგეგმილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner