logo_geo
eng_logo
სოფელ ერისიმედში მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება
- +

10 ოქტომბერი. 2020. 12:24

 

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ სამედიცინო-საკონტროლო პუნქტში შემსვლელ-გამსვლელი მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება.

 

სოფელ ერისიმედში​ კორონავირუსით ამ ეტაპზე სულ სამ ადამიანია ინფიცირებული. სპეციალისტებმა ინფიცირებულების ახლო კონტაქტებიდან დღეს აიღეს ბიოლოგიური მასალა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

 

„დაინფიცირებულის ახლო კონტაქტებიდან ექვსი ბიოლოგიური მასალა ავიღეთ, რომელსაც დღეს გავაგზავნით ლაბორატორიაში. მოსახლეობის მასობრივი ტესტირება არ ტარდება. გამოკვლევაზე გაიგზავნება მხოლოდ იმ ადამიანის ნიმუში, რომელსაც ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სიღნაღის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თენგიზ მოსულიშვილმა.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ამოქმედდა. მოეწყო პოლიციის საკონტროლო პუნქტი და სამედიცინო შემოწმების კარავი. სოფელში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner