უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 5 728 ადამიანს დაუდასტურდა, 108 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1 920 გამოჯანმრთელდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ის პაციენტების რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი 256 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 112 570 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 887 გარდაიცვალა.