logo_geo
eng_logo
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

10 ოქტომბერი. 2020. 12:28

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 504 ნიმუში გამოიკვლიეს, 13 მათგანს ვირუსი დაუდასტურდა.

 

ინფიცირების რვა შემთხვევა ზუგდიდს უკავშირდება, ორი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, ერთი ჩხოროწყუში, ორი ინფიცირებული კი ტრაილერის მძღოლია, მათგან ერთი წალკაში მცხოვრები, მეორე კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

ეპიდემიოლოგები ახალი შემთხვევების კონტაქტებს იკვლევენ.

 

რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 212-ია. რუხის კლინიკაში 64 პაციენტი მკურნალობს, აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 31 პაციენტი მკურნალობს.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ყველა ზუგდიდის მცხოვრებია.

 

რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში სულ 110 ადამიანი იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner