ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს.
მახოს ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარი და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყო. რეაბილიტირებული გზით 2500-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის განსახორციელებლად აჭარის გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 1 135 800 ლარი დაიხარჯა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა მახოს ხიდიდან სოფელ თხილნარის ცენტრამდე არსებული გზის მონაკვეთს.
ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭარნალის მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც 1140 მეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2020 წელს 10 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.