logo_geo
eng_logo
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
- +

10 ოქტომბერი. 2020. 13:50

 

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახოს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს.

 

მახოს ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარი და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყო. რეაბილიტირებული გზით 2500-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის განსახორციელებლად აჭარის გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 1 135 800 ლარი დაიხარჯა.

 

რეაბილიტაცია ჩაუტარდა მახოს ხიდიდან სოფელ თხილნარის ცენტრამდე არსებული გზის მონაკვეთს.

 

ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჭარნალის მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები,  სადაც 1140 მეტრ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2020 წელს 10 მილიონი ლარის  საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner