logo_geo
eng_logo
საფრანგეთის საგარეო უწყების პრესმდივანი: აუცილებელია შეთანხმების შესრულება
- +

10 ოქტომბერი. 2020. 14:45

 

 

საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აგნეს ფონ დერ მიულმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა აუცილებელია ამ შეთანხმების შესრულება.

 

ახლა აუცილებელია ამ შეთანხმების შესრულება და კარგად დაკვირვება, რათა შეიქმნას პირობები ორ ქვეყანას შორის საბრძოლო მოქმედებების მუდმივად შეწყვეტისთვის“, – განაცხადა ფონ დერ მიულმა.

 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, მინსკის ჯგუფის ეგიდით მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში დღეს 12:00 საათიდან შევიდა.

 

გუშინ მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner