ირანის დედაქალაქ თეირანში საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
ახალი რეგულაციის მიზეზი ირანში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატებაა.
ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3, 875 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 195 პაციენტი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 500 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 28 000-ზე მეტი ლეტალურად დასრულდა.