ბეირუთში საწვავის ავზის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, აფეთქება ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ერთ-ერთ საწყობში მოხდა.
აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. „ალ ჯაზირას“ წერს, რომ ოთხი გარდაცვლილის გარდა, დაშავებულია 30-მდე ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება საწყობში ცეცხლმა გამოიწვია.