აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 41 752 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 608 ადამიანი, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 39 235 ადამიანი.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 909 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობს.