უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ სტრასბურგში გამწესებული მოსამართლის ნონა წოწორიას წარსულს ააშკარავებს და აცხადებს, რომ იგი ადეიშვილის მოადგილე და „სააკაშვილის რეჟიმის ყურმოჭრილი მონა" იყო. მისი თქმით, სწორედ წოწორიამ განიხილა ვანო მერაბიშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში.
„ნონა წოწორია როგორც პროკურატურაში, ისე სტრასბურგის სასამართლოში პირადი მორჩილების და ერთგულების ნიშნით მიავლინეს. პროკურატურის სისტემაში მეც ვიყავი, მაგრამ წამოვედი, რადგან იქ ისეთი სიტუაცია იყო, თავმოყვარე ადამიანი იქ არ გაჩერდებოდა. მაშინ ყველას გაგვიკვირდა, რომ ნონა წოწორია, რომელსაც არავითარი მაღალი კვალიფიკაცია არ გააჩნდა, ჯერ კადრების სამმართველოს უფროსად, ხოლო შემდეგ გენერალური პროკურორის ადეიშვილის მოადგილედ გაამწესეს. აი, ასეთი გენერალური პროკურორის მოადგილე გაამწესეს სტრასბურგში მოსამართლედ, რომლის პროკურორებსაც ერთმანეთში სოციალისტური შეჯიბრებები ჰქონდათ გაჩაღებული, ვინ მეტ ფულს შეიტანდა ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმების სახით, რათა მერე იქიდან პროცენტები დარჩენოდათ.
ახლა საზოგადოებამ განსაჯოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმე განიხილა მერაბიშვილისა და ადეიშვილის კადრმა და ყურმოჭრილმა მონამ - ნონა წოწორიამ", - განაცხადა მჟავანაძემ.