„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️‼️‼️ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ოქტომბრის 00.00 საათიდან ძალაში შედის საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შემოსვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები“, – ამის შესახებ საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სოციალურ ქსელში წერს.
“‼️‼️აღნიშნული შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შემოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირებისთვის:
ჯანდაცვის პერსონალი,
მომვლელები,
კვალიფიციური მუშა ხელი,
სეზონურად დასაქმებულნი,
სატრანსპორტო საშუალებებში დასაქმებულნი, ✅სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი.
გერმანიის მოქალაქეთა ოჯახის წევრები და გადაუდებელი ოჯახური მიზეზებით მოგზაურნი,
დიპლომატები,
საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, ✅სამხედრო პერსონალი,
ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებულები.
პირები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას,
ტრანზიტული მგზავრები
სრული სია იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე
❌ტურისტული მიზნებით მგზავრობა ნებადართული არ არის!
‼️‼️‼️‼️ამასთან, ვინაიდან გერმანული მხარის მიერ 2020 წლის 7 ოქტომბრიდან საქართველო შეყვანილ იქნა ე.წ. რისკის ქვეყნების ჯგუფში, საქართველოდან გერმანიაში მიმავალმა პირებმა საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ https://www.bundesgesundheitsministerium.de/coronavirus-infos-reisende/faq-tests-einreisende.html?fbclid=IwAR3LISN1puW6zW-6_q0cwIjg9K2AOlHJY7RC194-DMxlncW_sm-o5yHlPzk
ტესტის არქონის შემთხვევაში გათვალისწინებულია 14 დღიანი თვითიზოლაციის/კარანტინი სახლის პირობებში ვალდებულება. ვინაიდან გერმანიის ფედერალურ მიწებზე კარანტინის საკითხები განსხვავებულად რეგულირდება, მგზავრებმა ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ, მათი საბოლოო დანიშნულების ადგილის მიხედვით, შესაბამისი ფედერალური მიწის პასუხისმგებელ უწყებებს https://www.bundesregierung.de/breg-de/themen/coronavirus/corona-bundeslaender-1745198?fbclid=IwAR2OFQ5bVsddM0J45qd2A9YADUO8whR6ZoA0JqvgaA49ZWODWkBUp09h-6I
გერმანიის თექვსმეტივე ფედერალური მიწის ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე https://tools.rki.de/PLZTool/?fbclid=IwAR285kgbUKffrNMrPaOoa_idQ_BRpSXS53hCflS_tCYX29jLXq0XKyuaPaQ
‼ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სასაზღვრო საკონტროლო პუნქტებზე მომუშავე, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეების დისკრეციის სფეროს.
‼️‼️გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული რეგულაციები და დაწესებული შეზღუდვები იცვლება ყოველდღიურად.
აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება, ასევე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, ნორვეგიის და ისლანდიის მოქალაქეთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი)”, – წერს საელჩო facebook-ის გვერდზე.