logo_geo
eng_logo
მამა კირიონი: - „ივერი მელაშვილის გარდა, ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა ნინო კალანდაძე“
- +

10 ოქტომბერი. 2020. 20:41

 

 

პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში, რომელიც ტვ ფორმულამ” გაასაჯაროვა, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე 2012 წელს ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა და მან  ჩიჩხიტურის მონასტერი აპრიორში მიაკუთვნა აზერბაიჯანს”.

ივერი მელაშვილის გარდა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა იმჟამინდელი მთავრობის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. მან 2012 წლის მაისის მოვლენების დროს, ოფიციალურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას. ეს ყოველივე, ჩემი აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფოებრივ დანაშაულს, ვინაიდან ამ პრესკონფერენციიდან 2 საათის შემდეგ,

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა ორი რამ: “როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს მონასტრები საბჭოთა კავშირის დროიდან წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას… ანუ აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის მხარე დაეყრდნო ჩვენი სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას და უკვე ის, ლამის იურიდიულ რანგში გვიღიარა.

ჯერ დაუდგენელ სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთზე, რომელსაც დავით გარეჯი წარმოადგენდა და რომელზეც მუშაობდა აზერბაიჯანისა და საქართველოს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიები, სადაც სახელმწიფოო საზღვარი დღემდე დაუდგენელია, მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე “აპრიორში” ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანს მიაკუთვნებდა”, – ნათქვამია არქიმანდრიტი კირიონის ჩვენებაში.

ცნობისათვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული – სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

გადაუწყვეტელი რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

1921 წელს, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე – ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.

1994 წლიდან მუშაობს საზღვრის დამდგენი კომისია, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის წარმომადგენლები. ქართულ მხარეს კომისიაში ივერი მელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც, კომისიის წევრთან, ნატალია ილიჩოვასთან ერთად დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner