logo_geo
eng_logo
პროკურორი ამირან გულუაშვილი: - „ბრალდებულები, შესაძლოა, მოქმედებდნენ სხვადასხვა დავალების შესაბამისად და შესაძლებელია, დანაშაულებრივ ქმედებებში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ“
- +

10 ოქტომბერი. 2020. 21:14

 

 

სახეზეა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანებმა შეგნებულად დამალეს ის მონაცემები, რომელიც არსებობდა და შეგნებულად გამოიყენეს არასწორი ინფორმაცია“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულები, შესაძლოა, მოქმედებდნენ სხვადასხვა დავალების შესაბამისად და შესაძლებელია, დანაშაულებრივ ქმედებებში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.

სამართლებრივად, მოტივის შეფასებას წინ უძღვის ორი ელემენტის განსაზღვრა - ჩადენილია თუ არა დანაშაული, მოქმედებდა თუ არა პირი განზრახ, ხომ არ არის სახეზე შეცდომა და შემდგომში რა ამოძრავებდა. მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა გამოიყენეს რუკა, რომლის გამოყენებაც შეუძლებელია. ეს არის არასწორი რუკა.

მათ გამოიყენებს რუკები, რომლებიც გამოცემულია 70-იან, 80-იან წლებში და ყველა დილეტანტმა ამ სფეროში იცის, რომ ისინი არ ასახავენ 1938 წლის მდგომარეობას საზღვრის.

ბრალდებულებს ჰქონდათ რუკა და მიუხედავად იმისა, რომ ეს რუკა მიუთითებდა ჩვენი პოზიციების სისწორეზე და შესაბამისობაში იყო 1938 წლის მდგომარეობასთან, მათი მხრიდან არ მომხდარა ამ რუკის წარდგენა კომისიისათვის.

ფაქტობრივად, სახეზეა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანებმა შეგნებულად დამალეს ის მონაცემები, რომელიც არსებობდა და შეგნებულად გამოიყენეს არასწორი ინფორმაცია“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner