logo_geo
eng_logo
კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ბუშტუკები ფეხზე - მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სიმპტომები აღმოაჩინეს
- +

10 ოქტომბერი. 2020. 23:08

 

 

კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ბუშტუკები ფეხზე - ეს არის კორონავირუსის ახალი სიმპტომები. ამის შესახებ გამოცემა „ტასი“ Daily Mail-ზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, Daily mail-ი, თავის მხრივ, ბრიტანეთის კაბინეტის საგანგებო სიტუაციების შესახებ Science Advisory Group-ის მოხსენებაზე დაყრდნობით წერს.

მიუხედავად ამისა, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ეს ახალი სიმპტომები არ შევა კორონავირუსის ინფექციის ნიშნების ოფიციალურ ჩამონათვალში, რათა დიდმა ბრიტანეთმა თავიდან აიცილოს ტესტირების სისტემისთვის დამატებითი ტვირთი. ამჟამად, ბრიტანეთის ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებით მთავარ სიმპტომებად ტემპერატურის მატებას, ყნოსვის დაკარგვასა და მშრალ ხველას მიიჩნევს.

ამავე მოხსენებაში მეცნიერები, ინფექციური დაავადების გავრცელების შესამცირებლად, მთავრობას რეკომენდაციებს აძლევენ - ისინი ხელისუფლებას სთავაზობენ, დადონ გარიგება, მაგალითად, Netflix-თან, Amazon Prime-თან სერიალებისა და ფილმების უფასო ჩვენების შესახებ, რათა თვითიზოლაციაში მყოფებმა ადამიანებმა დრო საინტერესოდ გაატარონ. ექსპერტების აზრით, ასეთი ღონისძიებების შედეგად, ვირუსის პოტენციური მატარებლების ქუჩაში სიარული შემცირდება.

 

 

 წყარო :https://tass.ru/obschestvo/9683599

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner