logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ადიოს, თინა, შენ უკვე წარსული ხარ!
- +

2 მარტი. 2016. 13:37


დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე „რესპუბლიკელებისა" და მინისტრ თინა ხიდაშელის შესახებ facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


რატომ არა აქვს თავმოყვარეობა თავდაცვის მინისტრს?? ეს კითხვა დღეს ძალზედ პოპულარულია, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც ეგზალტაციის უმაღლეს ფაზაში მყოფი ხიდაშელი ყველა მეთოდით ებღაუჭება სკამს. თამოყვარეობა რატომ არა აქვს, ამაზე ვერაფერ ახალს ვიტყვი, მაგრამ ის კი ნათლად გამოჩნდა, რომ პატივცემულ რესპუბლიკელებს" არანაირი ლიბერალური ღირებულებები არ გააჩნიათ და მათი მთელი მოღვაწეობა მხოლოდ თანამდებობებზე ყოფნის ცხოველური ჟინითაა განპირობებული.

 

ვუსმენდი ეგზალტირებულ ქალბატონ მინისტრს და ნათლად ვხედავდი, თუ როგორ შერწყმოდა მასში ერთმანეთს ბოროტება, კარიერიზმი, ფლიდობა, ფარისევლობა და უტიფრობა. უტიფრობასთან ერთად უცოდინრობა, ან იმის განცდა, რომ ჩვენ ყველანი უცოდინარნი ვართ, რომ ჩვენი გაბრიყვება ადვილია. მთელი ევროპა და მსოფლიო ჩემს თავდაცვის მინისტრობაზეა ჩამოკიდებულიო, - ამ ფრაზას როდესაც ადამიანი განაცხადებს, ან ჩვენ ვგონივართ განუვითარებლები, ან თავადაა განუვითარებელი. მოკლედ, ლუსტრაცია შედგა. მე არ ვიცი, ვინმემ დაგეგმა თუ არა რესპუბლიკელების" ლუსტრაცია, მაგრამ აშკარად ნიჭიერად გამოვიდა, ლიბერალურ ღირებულებებს ამოფარებული ანტიქართული ძალა ბოლომდე გაშიშვლდა და გამოჩნდა, რომ მათ არც იდეა გააჩნიათ და არც იდეოლოგია, ხოლო მათი ლიბერალებად მოხსენიება თავად ლიბერალიზმის შეურაცხყოფაა, უბრალოდ, სკამი, თანამდებობა და ფუფუნება ძლიერ, ძლიერ უყვართ. ეტყობა, ამიტომაც ყიდნენ სამშობლოს ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქიდან. თინას გონია, რომ გუშინ ნაცებმა" და რუსთავი 2"-მა გადაარჩინა, არადა, პირიქით, რადგან დღეს თამამად შემიძლია ვთქვა - ადიოს, თინა, შენ უკვე წარსული ხარ!" - წერს ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner