logo_geo
eng_logo
თეირანში, საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა
- +

11 ოქტომბერი. 2020. 10:41

 

ირანის დედაქალაქში, თეირანში, საჯარო სივრცეებში, მათ შორის, შენობებს გარეთაც, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, - ამის შესახებ „Reuters“ წერს.

 

ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის განცხადებით, ისინი, ვინც ახალ რეგულაციას არ დაემორჩილებიან, დაჯარიმდებიან.

 

ირანში, ივლისის შემდეგ, პირბადის ტარება მხოლოდ დახურულ სივრცეში იყო სავალდებულო. ქვეყანაში ვირუსის უკვე მესამე ტალღაა.

 

მიმდინარე კვირაში ირანში კოვიდ-ინფიცირების მსხვერპლთა საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა 239 შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია შუა აღმოსავლეთში.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 3 875 შემთხვევა გამოვლინდა, 195 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

 

სულ ირანში 28 300-მდე კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner