ინდოეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა შვიდ მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში „კოვიდ-19“ 74 383 ადამიანს დაუდასტურდა, 918 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 108 334-ს აღწევს.