logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის ექიმი აცხადებს, რომ პრეზიდენტი „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს
- +

11 ოქტომბერი. 2020. 11:10

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკურნალი ექიმი შონ კონლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და ის აქტიურ გრაფიკს დაუბრუნდება. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

 

შონ კონლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თეთრი სახლის ლიდერს შეუძლია, იზოლაცია დაასრულოს.

 

„დღეს დილით ჩატარებული „პისიარ“ ტესტი აჩვენებს, რომ ამჟამად აღიარებული სტანდარტებით, ის გადამდები აღარ არის“,- წერია კონელის განცხადებაში.

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner