logo_geo
eng_logo
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა
- +

11 ოქტომბერი. 2020. 11:33

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა.

 

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

 

523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი. სამწუხაროდ, რეგიონების მიხედვითახალიო შემთხვევებით პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა. თბილისში არის 194 ახალი შემთხვევა, აჭარაში იკლებს, მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, იქ არის 172 ახალი შემთხვევა, იმერეთში – 117, სამეგრელო- ზემო სვანეთში -16, გურიასა და შიდა ქართლში -7-7, ქვემო ქართლში -ოთხი, კახეთში- სამი, სამცხე ჯავახეთში – ორი, მცხეთა მთიანეთში – ერთი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner