logo_geo
eng_logo
ჩინეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

11 ოქტომბერი. 2020. 11:55

 

 

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით მაღალია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია. ასევე დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 23 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.

 

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 85 557 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 4 634 ადამიანი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner