სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის, მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან შვიდი ზუგდიდში დაფიქსირდა, მათგან სამი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს განეკუთვნება, ხოლო ოთხის ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, ორი შემთხვევა გამოვლინდა ფოთში, ერთი ხობში, ინფიცირების სამი ფაქტი უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის უკვე დადასტურებულ შემთხვევებს, მათგან ერთი ცხელებით რუხის კლინიკაში იმყოფებოდა, ხოლო ორი საკარანტინო სივრცეში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა სენაკში.
თორიას თქმით, ჯამში 283 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
„სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 221. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 105 ადამიანი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი.